საქართველოსა და სამოას მე-4 რკენამდე დღეები რჩება.
19 ნოემბერს, შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში ბორჯღალოსნები ოკეანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებს, გულადებად წოდებულ სამოას (Manu Samoa) ეთამაშებიან.
მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდება ონლაინ ვებ-გვერდზე TKT.GE/Rugby და მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე.
ბილეთების ფასი: 3, 5 და 10 ლარი
ბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე: 22195577
თამაში შაბათს, მესხის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.