ფილმი „ურჩხული და მზეთუნახავი“ ამჯერად ჩინელ მაყურებელს წარუდგინეს. 27 თებერვალს შანხაის მთავარი როლის შემსრულებლები დენ სტივენსი, ემა უოთსონი, ლუკ ევანსი, ჯოში გადი და რეჟისორი ბილ კონდონი ესტუმრნენ.
ემა უოთსონს, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, „ელი სააბის“ კაბაში გამოცხადდა, რომელიც სპეციალურად მისთვის ახალი პროექტის პრომო-ტურისთვის შეიქმნა. კაბა ძვირფასი ქვებითა და ბისერებით არის გაწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა უკვე შედგა ლონდონსა და პარიზში. საქართველოში კი მისი ნახვა დიდ ეკრანებზე 16 მარტიდან იქნება შესაძლებელი.