LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა

467
ბაიკერი (1)

ურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო, მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი­ვე მათ­გა­ნი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია.

კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები