BBC-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა კარგად მუშაობს და შეიძლება „2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში“, თუ ქვეყანა გააგრძელებს „იმავე სისწრაფითა და იმავე ხარისხით მუშაობას“.
აღნიშნულით ლაიენმა უპასუხა კითხვას, „როდის შეიძლება, მისცენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება“.
ფონ დერ ლაიენის თქმით, გაწევრიანების პროცესი „დამსახურებებზეა დაფუძნებული“ და გაწევრიანება სასარგებლო უნდა იყოს როგორც გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირი თავს იკავებს ზუსტი თარიღის დასახელებისგან, როდის შეიძლება, უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გაწევრიანების თარიღის დასახელება, შესაძლოა, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმაც მოითხოვონ.