LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, განათლების სამინისტრო უნივერსიტეტებში მონიტორინგს აგრძელებს

60
FORTUNA.GE- (1)

საქართველოს განათლების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს განაგრძობს.

სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები შეაფასეს.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსია უზრუნველყოფილი, საგამოცდო პროცესი კი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან და აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით უნივერსიტეტების მონახულება, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან, უნივერსიტეტებს საშუალება აქვთ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.