LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა

144
Air Moldova

„მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე დროებით დახურა“, – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova „ფეისბუქზე“ წერს.

„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დახურულია. ველოდებით ავიამიმოსვლის განახლებას.“ – წერს ავიაკომპანია.

Air Moldova მგზავრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს. მიზეზები არ სახელდება.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები