LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსაფუძვლო კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ“ – გიორგი კახიანი ლევან ბერძენიშვილის საქმეზე

158
BeFunky-collage (1)

„უსაფუძვლო კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი ბრალდებას იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე ხელისუფლებისგან წახალისებულმა ჯგუფებმა არ შეუშვეს.

როგორც კახიანმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ.

ლევან ბერძენიშვილი: სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ლექციის ჩაშლა სასიხარულო ამბავი არ არის

„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ უსაფუძვლო და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთი კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ. მე არ ვიცი კონკრეტულად, რა მოხდა იქ და ვინ იყო ეს ჯგუფი, რა ძალას წარმოადგენდნენ, ვინ არ მისცა საშუალება ლევან ბერძენიშვილს რომ ლექცია არ ჩაეტარებინა. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ რაიმე სამართალდარღვევა იყო, შესაბამისი სამსახურები არსებობენ და ბუნებრივია, რეაგირებას მოახდენენ.

ბევრისთვის მიუღებელია ის შეფასებები, რაც ლევან ბერძენიშვილს გაუკეთებია. საზოგადოებისთვის ეს ცნობილია.
თუმცა პროტესტის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა და პროტესტი უნდა იყოს გამოხატული, კანონის ფარგლებში,“ – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

“ბერძენიშვილისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრის შესაძლებლობის არ მიცემა, უწიგნურთა კასტისთვის ძალაუფლების გადაცემის ლოგიკური შედეგია” – სამადაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g