LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID-ის მხარდაჭერით, ახალციხეში კარტოფილის ფესტივალი გაიმართა

91
245380196-4537574762966125-3727797458293746754-n

USAID საქართველოს მხარდაჭერითა და კომპანიის „Concierge Tbilisi“ ორგანიზებით, ახალციხეში კარტოფილის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში კარტოფილის მწარმოებლები და ფერმერები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დაესწრნენ.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ კარტოფილის უხვმოსავლიან და ახალ სათესლე ჯიშებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყანაში დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

აღინიშნა, რომ კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში, რომელსაც განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g