თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ქალაქის ურბანული ბრობლემებიდან ერთ-ერთ უმთავრესად ქალაქის არასწორი განვითარება და ქაოტური მშენებლობები დაასახელა.
კალაძის თქმით, ეს პრობლემა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებით უნდა მოგვარდეს.
“ქალაქი ქაოტურად არის გაშენებული. ეს არავის მოგვწონს. უსახურ შენობებს წერტილს დავუსვამთ,” – განუცხადა კალაძემ ბიზნესმენებს.