ეროვნული უშიშროების საბჭო, დღევანდელ სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზეც იმსჯელებს.
აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია იქნებიან.