ელექტროენერგიის გათიშვის გამო,ქუთაისის პარკის “ეშმაკის ბორბალზე” 16 მოზარდი, ხოლო საბაგიროზე 5 მოქალაქე გაიჭედა, მგზავრები მაქსიმუმ 35 წუთით იყვნენ ვაგონებში გაჭედილი.
ისინი ატრაქციონიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს.
„ყველა მოზარდი უკვე ჩამოყვანილია. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ამ დროისთვის კი, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია“, – განუცხადა პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ჯღამაძემ.
უწყების ცნობით, ქუთაისის გარდა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.
რამ გამოიწვია ხარვეზი
გათიშული შუქნიშანი და ტაბლო - თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
„იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.