საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამ წუთებში ეუთოს დელეგაციას ხვდება.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, განიხილება საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
ყოველწლიური სესია ივნისშია დაგეგმილი. დელეგაცია დავით უსუფაშვილთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც განიხილავს.
„საქართველოში ასეთი ტიპის ასამბლეები პირველად ტარდება. გაზრდილია ინტერესი საქართველოს დემოკრატიის, იმ მისწრაფებების მიმართ, რასაც საქართველო ავლენს ბოლო წლების განმავლობაში,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
