LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი მოგერინის შეხვდა

41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გავიარეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციის პროცესით დასრულებული და ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, ყველა მიმართულებით აღინიშნა ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპით და დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება და ჩვენ სულ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შეიძლება გავიგოთ ამ ყველაფრიდან. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობის და განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში ახალი მოთამაშეების შემოსვლასა და ამ კუთხით, საქართველოს როლზეც ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ ტენდენციებზე, რაც შეინიშნება სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ ახალი, ძლიერი მოთამაშეების შემოსვლა ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ საკითხებში ჩინეთის, ირანის, მოგეხსენებათ ქალბატონი მოგერინი უშუალოდ იყო ჩართული ირანთან მოლაპარაკებების პროცესში და მას, რა თქმა უნდა დიდი სურვილი აქვს, რომ არა მხოლოდ მოლაპარაკებები დასრულდეს სათანადოდ, არამედ მისი შემდგომი პროცესი, ამიტომ, ჩვენი როლი ახალ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ კმაყოფილებით შევნიშნეთ, რომ საქართველოს როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ საქართველო არა მხოლოდ თავად ითხოვს დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ საქართველო მზად არის სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში და ევროკავშირის უმარლესი წარმომადგენლის მხრიდან ამ საკითხის სწორედ ასე დანახვა არის ძალიან იმედის მომცემი მომავალი თემებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვაში სერიოზული წინსვლაა და ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა, მისივე თქმით, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით აგრძელებს სვლას.

„ამასობაში, ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს ჩვენს სურვილს ევროპული სტანდარტები დავამკვიდროთ ყველა სფეროში, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში, ამ საკითხში მე პირადად, ჩემმა კოლეგებმა, უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ყველამ აღვნიშნეთ, რომ არის სერიოზული წინსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამთავრებულია ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციონალიზაცია ბევრი საკითხების. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ თავისუფლება, განსხვავებულობის გამოხატვაში, არამედ განსხვავებულობას რომ გამოვხატავთ და განსხვავებული აზრები რომ გვექნება, მერე ამ აზრების შეჯერებაში. ეს ეხება ყველა საკითხს, მათ შორის სასამართლო სისტემას, მედიას, თვითმმართველობას, პარლამენტს. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს წინ კიდევ ბევრი გზა გასავლელი, მაგრამ მიმართულება რომ სწორია და პროგრესი რომ სახეზეა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ შემთხვევაში ევროკავშირი და პარლამენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g