LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: მთელი მსოფლიოს საპატრონო გავხდით

71
დავით უსუფაშვილი

ქვეყანა დიდ პრობლემებშია შესული – ბევრს თავი გამარჯვებული ეგონა, როცა მელიას აკავებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს საპატრონო და ხელით სატარებელი გავხდით – ეს არის აქ პრობლემა, თორემ გააგრძელეთ ლაპარაკი იმაზე, რომ „ბულინგის“ მსხვერპლი და მიშა სააკაშვილის ადვოკატი ვარ, – აღნიშნული განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა მიმართა.

„სწორედ არასწორად დაჭერილი შესაძლო დამნაშავეებით იქმნება პოლიტიკური პრობლები და ქმნით პოლიტიკურ გმირებს. ჩვენ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა. ამნისტია, რომელსაც შერიგებისა და დაწყნარების შედეგი არ მოჰყვება, უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ?! ჩვენ რომ დავინახეთ, რომ იმ ვერსიამდე ვერ მივედით, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანდა, ამიტომ დღევანდელი განხილვის გადადება შემოგთავაზეთ. ამ საკითხში ჩვენ დროის საათი არ გვაქვს ჩართული, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g