LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთვალთვალეთ ყველას: ბრიტანეთში სკანდალური კანონპროექტი მიიღეს

96

ბრიტანეთში “თვალთვალის“ კანონი მიიღეს. უზენაესმა ხელისუფლებამ სკანდალური კანონპროექტი დაამტკიცა.
ამიერიდან, სამართალდამცავებს შეეძლებათ, რომ ნებისმიერი კომპიუტერი გატეხონ და, გარდა ამისა, ქსელში მყოფ ყველა ადამიანზე სასურველი ინფორმაცია მოიპოვონ. მიმოწერა და მონახულებული საიტების ისტორია მხოლოდ ნაწილია იმ ინფორმაციისა, რომელიც პოლიციელებს მოთხოვნისთანავე გადაეცემათ.

ახალი კანონის მიხედვით, ინტერნეტ პროვაიდერებსა და ოპერატორებს მათი მომხარებლების ინფორმაციის ერთი წლის განმავლობაში შენახვა დაევალებათ.

მართალია, პირადი ინფორმაციის მისაღებად ორდერი იქნება საჭირო, თუმცა ბრიტანელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ყველაზე მეტად ჟურნალისტებს აღელვებთ, რადგან სახელმწიფო მათ საქმიანობაშიც ჩაერევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g