LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც სოფელ კონდოლის ფერმაში, დედ-მამა შვილის თვალწინ მოკლა

109
prokuratura fortuna

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.

ვიდეო: სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობისა და არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებული ბათუმში დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს.

2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“. – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 000 დოლარის დაუფლების მიზნით გადაწყვიტა ცოლ-ქმარის მოკვლა – სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები