შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს.
ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, - ნათქვამია ინფორმაციაში.