ავიაკომპანია UVT Aero-მ ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა გადაიფიქრა. როგორც avianews.ge იუწყება, ჩელიაბინსკი-ბათუმი-ჩელიაბინსკის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანიას პირველი ფრენა 23 ივნისს უნდა განეხორციელებინა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ მიმართულებაზე დატვირთულობას 70-80%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა.
აღსანიშნავია, რომ ჩელიაბინსკი-ბათუმი-ჩელიაბინსკის მიმართულებაზე ოპერირებას UVT Aero ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე, კერძოდ, 22 სექტემბრამდე გეგმავდა.