როდესაც ამერიკელი კრის ბენგლი გერმანიიდან პატარა, იტალიურ სოფელ კლავესანაში დასახლდა 2009 წელს, საბოლოოდ დაემშვიდობა 17 წლიან დიზაინერულ კარიერას კომპანია BMW-ში.
თავბრუდამხვევი კარიერის დასრულების შემდეგ ბენგლმა გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი რამ, რაც ყველასთვის საინტერესო იქნებოდა. დიზაინერს არაჩვეულებრივი იდეა გაუჩნდა – შეექმნა უზარმაზარი სკამი, ბევრად დიდი, ვიდრე ჩვეულებრივ, პარკებში დგას ხოლმე და ცოლთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, უნდა დადგან ფერადი სკამები საზოგადოებრივ ადგილებში – პარკებში, სკვერებში და ა.შ., ამასთან, სკამებიდან არაჩვეულებრივი ხედი უნდა იშლებოდეს.
სკამები უნდა იყოს ძალიან დიდი ზომის და მასზე ბევრი ადამიანი უნდა დაეტიოს, ამასთან, შეგიძლიათ ფეხები ისე აქანაოთ, როგორც ბავშვობისას, პარკებში სკამებზე ჯდომისას შეგეძლოთ.
ბენგლის დაფინანსებით ასეთი 19 სკამი დაიდგა, უმეტესი მათგანი იტალიის მთიან ნაწილში, პიდმონტში.
ინსტალაციის სანახავად ტურისტები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან ჩადიან, მათ შორის იყო წყვილი ანჯელო და დარია, რომლებიც ვენეციიდან ჩავიდნენ სკამების სანახავად.
„იდეა არაჩვეულებრივია, რადგან, როდესაც სკამზე ზიხარ, თავი ნამდვილად გგონია იმ ხედის ნაწილი, რაც თვალწინ იშლება. ზიხარ და ფიქრობ, რატომ ხარ ასეთი პატარა და არაპროპორციული, ხვდები, რომ ერთი პატარა ნაწილი ხარ სამყაროში,“ – ამბობს ანჯელო.