LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

69
პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს, მის წინააღმდეგ წავიდა “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანდიდატ თამარ ოქროპირიძესაც, მის წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი.

ლევან იოსელიანმა და ფრიდონ ინჯიამ მხარი არ დაუჭირეს კიდევ ერთ კანდიდატს – ნინო სანოძეს, რომელმაც ასევე ხმების უმრავლესობა მიიღო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთ კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს, წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი – ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა.

მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას მოუსმინა.

დღეს, კენჭისყრამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი კომიტეტში მაქსიმალურად ღიად და ინკლუზიურად წარიმართა და განხილვაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

magti 5g