LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

143
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

რაც შეეხება კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილებაც ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g