ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საზოგადოებას მიმართავს და რუბენშტეინის კონკურსის ფინალისტის გიორგი გიგაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ძვირფასო მეგობრებო, ხვალ რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, გარდა ჟიურისა მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ გთხოვთ მოცემულ ბმულზე შეხვიდეთ, მიიღებთ კოდს, დააკოპირეთ კოდი, შემდეგ დააჭირეთ კონკურსის ლოგოს და ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს!.
ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი! გიორგი გიგაშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა ამ მართლაც ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსში!”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი კარნეგი ჰოლში გამართავს კონცერტს
ვიდეო: გიორგი გიგაშვილის ფენომენალური შესრულება ორკესტრთან ერთად და ფეხზე წამომდგარი მსმენელი
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

