LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილი: ბატონი მიშა თავისი მონაგარის შედეგს იღებს

1740
1

2019 წელს, ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

გაფრინდაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, თავისი მონაგარის შედეგს იღებს.

როგორც ექიმმა განაცხადა, ისევე როგორც რობესპიერმა მოიპოვა საკუთარი თავისთვის გილიოტინა, სააკაშვილმაც მის მიერვე დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა საკუტარი პატიმრობა.

გაფრინდაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება:

“რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ციხეში ყოფნა. არავის ვუსურვებ ციხეში ყოფნას, იმიტომ, რომ საკმარისია, რამდენიმე დღე გაატარო, რომ უკვე იცოდე, როცა დასრულდება მისჯილი ვადა, რას გააკეთებ შენ. არ არის აუცილებელი, 10 და 20 წელი გაატაროს იქ, ერთ კვირაში, ერთ თვეში უკვე საკუთარ თავში მოხარშული გაქვს და იცი – რა და როგორ არის.

ბატონი მიშას შიმშილობა, ჩემი აზრით, ალბათ არ იყო მისი იმპულსური გადაწყვეტილება, რადგან ძალიან ძნელია, ასე უცბად დაიწყო შიმშილობა, თუ წინასწარ არ მოემზადე.

სამწუხაროდ, ალბათ ბატონი მიშა თავისი მონაგარის შედეგს იღებს, იმიტომ, რომ მე ბატონი მიშას წინააღმდეგი ვიყავი თავის დროზე, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა პრეზიდენტი, რომელიც იმპულსურად იღებდა გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, იმ პერიოდში ასე იყო.

დიდი ძალაუფლება ჰქონდა ხელში და, სამწუხაროდ, ეს დამახასიათებელია ალბათ, ყველა რევოლუციური გარდაქმნების პერიოდისთვის.

როგორც რობესპიერმა გილიოტინა მოიპოვა თავისი თავისთვის, ბატონმა მიშამ თავისი დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა თავისი პატიმრობა – მას რომ ეს სისტემა არ დაეტოვებინა – რომლებიც მაშინ, ვთქვათ, ოცნებისთვის ცუდს აკეთებდნენ და დღეს უკვე კარგს აკეთებენ – ეს შედეგი არ იქნებოდა.

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ალბათ, ბატონი მიშას პირველი მოთხოვნაც ეს არის, რომ მას ჰქონდეს საშუალება, თავისი სიმართლე თუ უდანაშაულობა დაამტკიცოს. მე არ მაქვს ამის უფლება, მე გადავწყვიტო, შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს, მაგრამ ეს სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ადამიანი თუ რაღაცას აკეთებ, შეცდომებიც ყოველთვის მოგდის, მთავარია, შეცდომები არ იყო სისტემური და არ მოქმედებდეს ქვეყნის ცუდად განვითარებაზე.” – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g