LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემს მომაკვდავ ძმას წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე უვლიდა…“

3890
vaja-gafrindashvili-news121212

სოციალურ ქსელში ნინო გიორგაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, ექიმი, რომელელიც ამჯამად ცხინვალში პატიმრობაში იმყოფება, მის მომაკვდავ ძმას შვილივით დიდი ხნის განმავლობაში უვლიდა:

„ვინც ამ ადამიანს არ იცნობს, შეიძლება, არც დაიჯეროს, რასაც თვითმხილველები ჰყვებიან. ჩემთვის დაუჯერებელი არაფერია. წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას (ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა მაშინ). სამსახურიდან დაღლილი ჩვენთან მოდიოდა,რომ ჭრილობები დაემუშავებინა დათოსთვის და ამ ყველაფერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საკუთარი სურვილით აკეთებდა.

ჩვენს დროშიც არსებობენ გმირები, უბრალოდ, ჩვენ არ შეგვწევს უნარი მათი ამოცნობისა და დაფასებისა. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, ავანტიურისტები გვექცია მებაირაღეებად“.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები