LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა სირაძე: „სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“

274
ვაჟა სირაძე

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს დრო­ნე­ბით სა­ღე­ბა­ვე­ბი და­ას­ხეს.

„არა­ერთ მსგავს შე­უ­რა­ცხმყო­ფელ საქ­ცი­ელს სჩა­დი­ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ირო­ნი­უ­ლად არ უნდა მე­კი­თხე­ბო­დეთ, თქვენ გული უნდა შეგ­ტკი­ო­დეთ ქარ­თულ პო­ლი­ცი­ა­ზე და ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამას კად­რუ­ლო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ას დრო­ნით სა­ღე­ბავს ას­ხა­მენ,“ – მი­მარ­თა სი­რა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლა სთხო­ვა.


მისი თქმით, სხვა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის გან­ხილ­ვას მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

ამას­თან, რო­გორც ვაჟა სი­რა­ძემ „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, „პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლურს გა­ა­კე­თებს, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­და­ვიდ­ნენ გზი­დან“.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

„მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ პო­ლი­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მათ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის არსი, მო­ვუ­წო­დებთ, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, ვი­ნა­ი­დან უნდა აღ­დგეს მოძ­რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლურს გა­ა­კე­თებს, რომ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­და­ვიდ­ნენ გზი­დან. თუ მოხ­და ისე, რომ არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ“,- აღ­ნიშ­ნა სი­რა­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g