LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა და მოვიქეცი წინდაუხედავად – ოთო კახიძე

203

ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა და მოვიქეცი წინდაუხედავად, ამის შესახებ დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, მისი გამოკითხვა უკვე დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ძველი თბილისის სამმართველოში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა კახიძე აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მისვლის გამო დაიბარეს.

დეპუტატი ამბობს, რომ მან, როგორც იურისტმა იცის, რომ აქციაზე იარაღით მისვლის უფლება არ ჰქონდა, თუმცა განმარტავს, რომ მანქანაში დატოვება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

”ზოგადად იარაღს ვატარებ, მაგრამ არ უნდა მქონოდა აქციაზე. პოლიცია კანონის შესაბამისად ახდენს რეაგირებას და მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი გამოკითხვაზე. არსებულ ინფორმაციას მივაწვდი სამართალდამცველებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მათ მხოლოდ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია აქვთ”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ გამოკითხვაზე შესვლის წინ.

დეპუტატის თქმით, იარაღს თან ხშირად ატარებს, თავდაცვის მიზნით. ამჯერად კი, აღიარებს, რომ ნამდვილად შეცდომა დაუშვა.

ოთარ კახიძის ინფორმაციით, კანონი მსგავს შემთხვევაში ორი ტიპის სანქციას ითვალისწინებს – ეს შესაძლოა, იყოს ჯარიმა, ან – გაფრთხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g