LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაგნერის მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ” – ზელენსკი

213
ვოლოდიმირ_ზელენსკი_75895129999

ვაგნერის მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კერძო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას აჯანყების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა.

უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული.

უკრაინელი ჯარისკაცები, უკრაინული იარაღი, უკრაინული ტანკები, უკრაინული რაკეტები არის ის, რაც ევროპას ასეთი მარშებისგან იცავს, როგორსაც დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ვხედავთ. და როდესაც მოვითხოვეთ, F-16 ავიაგამანადგურებლები ან ATACMS მოგვცეთ, ჩვენს საერთო თავდაცვას ვაძლიერებთ. ნამდვილ თავდაცვას. მეორე, ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე ხნის წინ აჯანყება შეაჩერა.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებაზე: „ეს ზურგში დანაა.. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ“

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g