დღეს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიმავალმა ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ქალს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ტურისტია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დადგენილია ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც თბილისში ქალებზე ძალადობაში ადნაშაულებენ – როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. გამოძიება 125-ე მუხლით გრძელდება, რაც ცემას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა.
ქალებზე მოძალადე ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგენილია
ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, მგზავრობის საფასური გახდა. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციის შენობას დატოვებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.