LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი არ დაკარგოს“ – რა საკითხები განიხილა ოპოზიციამ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

124
Untitled design (2)

დღეს, 28 აპრილს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.

პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზბიგნევ რაუსთან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის საკითხი განიხილეს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ცნობით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ მართლმსაჯულებას საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეების სახით.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“ წევრები დავით უსუფაშვილი და სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დამოუკიდებელი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი და თეონა აქუბარდია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წევრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

„ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს“ – რას ამბობს დავით უსუფაშვილი პოლონელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ

„პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში“

„საკითხები, რომლებიც დავაყენეთ, ევროკავშირის პოზიციას უკავშირდება. პოლონეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია. სურთ, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს, რათა, დარჩენილ დროში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს პოლონეთს და სხვა მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სამწუხაროდ, ანომალიურ ვითარებაში ვართ. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მომავალს, მაგრამ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს“ – რას ამბობს დავით უსუფაშვილი პოლონელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრეს, თუმცა დეტალებს ვერ გაასაჯაროებს:

„კონკრეტული საუბარი როგორ არ გვქონდა, მაგრამ არ შემიძლია გავახმაურო დეტალები, რომლებზეც ვისაუბრეთ. ერთს გეტყვით, რომ ბატონი მინისტრი, ისევე როგორც პოლონური სახელმწიფო და ევროკავშირი, ძალისხმევას არ აკლებს.

როდესაც საუბარი იყო პოლონელი ექიმების ჩამოსვლაზე, ესენი არ იყვნენ მიშას ოჯახის მოწვეული კერძო ექიმები ან თუნდაც პოლონეთის მთავრობის ორგანიზებული. ეს ექიმები მოდიან ბრიუსელის ეგიდით და „რუსული ოცნება“ იგონებს ყველანაირ ხრიკს, რომ არ შემოუშვას. ყველაფერი კეთდება, რომ ეს ჯგუფი სამედიცინო და იმავდროულად, დიპლომატიური მისიით ჩამოვიდეს“, – აღნიშნა პეტრე ცისკარისვილმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამი დღის წინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზბიგნევ რაუ უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს“ – კიდევ რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონელ დიპლომატთან 

„პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია“ – ილია დარჩიაშვილი

„პოლონეთი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს“ – კიდევ რაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონელმა დიპლომატმა, ზბიგნევ რაუმ

magti 5g