LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს“ – კიდევ რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონელ დიპლომატთან

122
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია“ – ილია დარჩიაშვილი

„პოლონეთი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს“ – კიდევ რაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონელმა დიპლომატმა, ზბიგნევ რაუმ

magti 5g