LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს“ – რას ამბობს დავით უსუფაშვილი პოლონელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ

117
fot

ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს – პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის სახით ქართველ ხალხს და საქართველოს ჰყავს და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი და პოლონეთის ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„პოლონეთს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება – ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟღავნებს სერიოზულ სწრაფვას ევროპისკენ და ამასობაში, მთავრობის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რიტორიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ არის შესაბამისობაში ამ ყველაფერთან.

პოლონეთის ჩართულობა ამ პროცესში სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩართულობა გულისხმობს როგორც 12 პუნქტის შესრულების საკითხში, ახლო კონსულტაციებს მთავრობასთან და შესაბამის პირებთანაც, ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც არის მოსაგვარებელი და მტკივნეული, იქნება ეს გვარამიას, ყოფილი პრეზიდენტის თუ ზოგადად დემოკრატიის თემა, რადგან 12 პუნქტის შესრულებისას თუ ახალი უბედურებები ჩაიდინა ხელისუფლებამ მაგალითად, „რუსული აგენტების“ კანონი, „რუსული კანონი“, საგამოძიებო კომისია – ეს არის წინააღმდეგ ევროპული სულისკვეთების. პოლონეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტები არ იქნება ერთჯერადი, იქნება უფრო აქტიური“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში პოლონეთის საელჩოში შეხვდა.

ზბიგნევ რაუ საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და მისი ორდღიანი ვიზიტი დღეს დასრულდება.

„პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია“ – ილია დარჩიაშვილი

„პოლონეთი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს“ – კიდევ რაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონელმა დიპლომატმა, ზბიგნევ რაუმ

„საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს“ – კიდევ რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონელ დიპლომატთან

პოპულალურები