LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, თუმცა გვაქვს მოლოდინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და მომავალთან დაკავშირებით“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 

133
პოლ

„საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში,“ – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„ახლა ძალიან დაუცველი საერთაშორისო გარემოა.. გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის დაჩქარება.

პოლონეთში ძლიერად ვიმედოვნებთ, რომ გაწევრიანების პროცესს არ სჭირდება ცვლილებები ხელშეკრულებებში და ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულად შეესაბამება გაწევრიანების პროცესს.

გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის.

საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი, პრინციპში, მხარს უჭერს საქართველოს.

გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება.

კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

ძლიერად მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას,“– განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოპულალურები