LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ჩაჩანიძე: „თავისუფლება არ ნიშნავს არც აღვირახსნილობას, არც იმას – მე ასე მინდა და მორჩა…“

229
ვახო ჩაჩანიძე

მსახიობი ვახო ჩაჩანიძე თავისუფლებაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“.

ვახო ჩაჩანიძე: 

„შენი თავის უფალი რომ ხარ შენ, ამას ნიშნავს თავისუფლება. ეს არ ნიშნავს ჩარჩოებს მიღმა ცხოვრებას. თავისუფლება არ ნიშნავს არც აღვირახსნილობას, არც იმას – მე ასე მინდა და მორჩა. სადაც სხვის თავისუფლებას ეხები, პირველ რიგში, მანდ მთავრდება შენი თავისუფლება და შენი პირადი, როცა სხვის პირადში იჭრები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები