სოციალურ ქსელში ვრცელდება ვახო ჭუმბურიძის სტატუსი, სადაც ის აღწერს, როგორია კორონავირუსის გამო გადავადებული სესხების შედეგი კონკრეტულად მისთვის.
გთავაზობთ სტატუსს:
„დაიწყეს ბანკებმა ბინძური თამაში.
გადავადებულ სესხებს დაადეს უაზრო საკომისიოები, 6 თვის სიცოცხლის დაზღვევა ეგრევე ჩამომაჭრეს.
მოსახლეობის უმეტესობას სესხები აქვს ევროში და დოლარში!
შემოსავალი – ლარში.რატომ მაინცდამაინც სექტემბერში დაიწყო ლარმა გაუფასურება?!იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?❤კონვერტაციებშიც დიდი ფული იშოვება ❤
იმან რაო? მევახშეების სისტემა უნდა გავაუქმოთო?
ხო და კიდევ საქართველოს მთავრობა 4% -იან სუბსიდირებას რომ უკეთებთ ბანკებს და ჩუქნით 5 წელი ფულს, მოიკითხეთ მაინც, რა ხდება?!
მე ვიხდი გადასახადს და ჩემი გადახდილიდან საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ისედაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა იპოთეკური სესხის ასაღებად, მე მაინც ვუხდი პროცენტს ❤ (5 წელი)
უი, ხო, კინაღამ გამომრჩა, როგორც კი თქვენ გააჟღერეთ რომ 4%- ს ჩუქნიდით, ბანკებმა იპოთეკურ სესხზე ეგრევე აწიეს პროცენტი.
ანუ პეტრეს, პავლეს და მაყვალას იგივე პროცენტი გამოსდის, რაც ადრე ჰქონდათ და თქვენ კიდევ 5 წელი ჩემი გადასახადებიდან უნდა ყაროთ ფული“.