LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ყველა ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთი იკლებს

92

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ფინანსთა მინისტრს და ამ შეხვედრებზე დაფიქსირდა, რომ ბანკები ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრის ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიზნესსესხები არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბანკებს ორი შეხვედრა ჰქონდა ფინანსთა მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო საკმაოდ პოზიტიური. მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის. ბიზნესსესხები არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ შეხვედრებზე დაფიქსირდა, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებენ ბანკები ეკონომიკის განვითარებისთვის. ინიციატივა, რომელიც გააჩნია ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკები შევთანხმდით, რომ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ყველა ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლების განმავლობაში იკლებს. “როგორც ბიზნეს ისე ყველა ტიპის სესხებზე დინამიკა არის კარგი. ბოლო 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული ჯამურად. თითოეული ტიპის სესხზეც არის შემცირების დინამიკა. მე დარწმუნებული ვარ, ეს დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g