LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კალოიანი: „ამ  მედიკამენტების ჩამონათვალის მერე დასკვნის გაკეთება, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ არაპროფესიულია…“

85
vaxtangkaloianinews

ცნობილი ექიმი, ვახტანგ კალოიანი დიანა ტრაპაიძის გადაცემაში გამოეხმაურა ალექსანდრე ლაშქარავას ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ოფიციალურ განცხადებას და აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ასე დადგენა შეუძლებელია.

ვახტანგ კალოიანი:

„ის მედიკამენტები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის ერთი ტკივილგამაყუჩებელი, ერთი არის მისი დეგრადაციის პროდუქტი, ერთი არის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტკივილის მართვის შემთხვევაში, ანუ, თავისთავად, ამ მედიკამენტების არსებობა სისხლში, მით უმეტეს, პაციენტში, რომელიც რამდენიმე დღის  წინ საავადმყოფოში იწვა და საკმაოდ ინტენსიურ ტკივილგაყუჩებას საჭიროებდა, არაფრისმთქმელი არ არის პროფესიული თვალსაზრისით.

ამ ჩამონათვალის მერე დასკვნის გაკეთება, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ არაპროფესიულია. აღსანიშნავია, რომ განცხადებას არ აკეთებს ექსპერტიზის ბიურო – არც წერილობით, არც სიტყვიერს და ისინი უფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას და ასეთ არასერიოზულ საკითხზე არასერიოზულ ინტერპრეტაციას არ იძლევიან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g