LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა – „ფაქტობრივად, კომაშია…“

389

ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რუსუდან კერვალიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ვახტანგს სიმსივნე დაპატიმრებულ ცოლზე დარდით განუვითარდა.

რუსუდან კერვალიშვილი აღნიშნავს, რომ ეკა ხოფერიას თოქშოუში მონაწილეობამდეც ვახტანგ რჩეულიშვილი კარგად არ გრძნობდა თავს, ინტერვიუდან გამოსულს კი უკვე მეტყველების აპარატის დარღვევა აღენიშნებოდა „- ახლა კონტაქტურიც აღარ არის… ვახტანგი ფაქტობრივად კომაშია, მაგრამ შიგადაშიგ მოდის გონზე, თვალებს ახელს, გაგიღიმებს…“

„სარკის“ რესპონდენტი ამბობს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს.

„ექიმები არაფერს გვეუბნებიან და ყველაფერს აკეთებენ. მჯერა, რომ კარგად იქნება. იმედი მაქვს, თავის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და კიდევ შეძლებს, თავის ცოლ-შვილს შეხვდეს“, დასძენს რუსუდან კერვალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g