LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

91
ვაკე 22

ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. მერვეკლასელებს თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად მისულ გოგონას კი დენმა დაარტყა.

თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა.

ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ.

მძიმე მდგომარებაში მყოფი მოზარდი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

“არ ვიცი თემა, მოვიკითხავ. ცხადია, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ეს მოეკითხება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა”, – თქვა კახი კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები