საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.
სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ვაკის პარკში, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა