LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკთან აქციაზე ორი პირი დააკავეს, ერთი განყოფილებაში გადაიყვანეს

233
aqcia

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. პოლიციამ კიდევ ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

ამ წუთებში ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს „საქართველოს უკვდავი პოლკი“ მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მეორე კი მათი კონტრაქციაა.

პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორდონით ჰყავს გამიჯნული.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g