LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის რაიონის გამგებლად ლევან ყიფიანი დაინიშნა

215
ლევან ყიფიანი

„ლევან ყიფიანი ვაკის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებაზე კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყიფიანი ბოლო თვეების განმავლობაში გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

„ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად არის. ის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. ვაკის რაიონის გამგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროში სხვა თანამდებობაზე გადავიდა. შესაბამისად, ლევან ყიფიანი ვაკის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნება.

ვუსურვებ მას წარმატებებს. იმის მიუხედავად, რომ ვაკის რაიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ჯერ კიდევ რჩება. მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g