LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკო ავალიანი „რუსთავი 2“-ისა და “Prime Time”-ის ჰოლდინგის დირექტორი გახდა

347
VAKO 77 88

“მაესტროდან” დემარშით წასული ვაკო ავალიანი „რუსთავი 2“-ისა და Prime Time – ის ჰოლდინგის დირექტორი გახდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს ცვლილება ძალაში 20 ივლისს შევიდა.

მედია ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობას იკავებს ზაზა გველესიანიც. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, თავადაპირველად მის ხელმძღვანელად Prime Time – ის დამფუძნებელი, თაკო ფხაკაძე იყო მითითებული.

მოგვიანებით კი, ცვლილებები განხორციელდა და ახალი დირექტორი გველესიანი გახდა.

მანამდე ვაკო ავალიანმა „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. მიზეზად კი არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნება დაასახელა. ფეისბუქზე დაწერა, რომ ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია.

მომხდართან დაკავშირებით არხის ჟურნალისტებმა მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ყოველთვის ჰქონდათ კითხვები გია გაჩეჩილაძის არხზე დაბრუნების გამო და აღმასრულებელი დირექტორის წასვლამ უფრო ბევრი კითხვა გაუჩინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g