LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენსია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

136
3465

დაწყებული ამ ორშაბათიდან ანუ 10 აპრილიდან ესპანური ქალაქი ვალენსია 4 დღიან სამუშაო კვირას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ euro weekly news ავრცელებს.

ეს არის პირველი ქალაქი, სადაც 5 დღის ნაცვლად ოთხს იმუშავებენ. ექსპერიმენტის ფარგლებში გააანალიზებენ, თუ როგორ იმოქმედებს კვირის შემცირება ადგილობრივთა ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე. ასევე მნიშვნელოვანია გაიზრდება თუ არა დასაქმებულთა პროდუქტიულობა და დასვენების ხარისხი. პირველი შედეგები უკვე ივლისის თვეში იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს კომპანია InterNations-ის ანალიტიკოსებმა ვალენსია უცხოელი სპეციალისტების საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქალაქად დაასახელეს.

ექსპერტთა შეფასებით ლიდერთა სამეულში მოხვდა ასევე დუბაი და მეხიკო.

მთლიანობაში მსოფლიოს 50 ქალაქში მცხოვრები 11,9 ათასი უცხოელი გამოიკითხა და ვალენსიამ პირველი ადგილი ცხოვრების მაღალი ხარისხის გამო მოიპოვა. გარდა ამისა, დასახლებაში კარგადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი და სპორტით დაკავების ბევრი შესაძლებლობაცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები