LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი კვარაცხელია და მასთან ერთად დაკავებული პირები ხელწერილით გაათავისუფლეს

105

ვაკის პარკში დაკავებული ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაპირისპირება “სოცილისტური პარტიის” წევრებსა და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დღის 12 საათისთვის მოხდა. ვალერი კვარაცხელიას ვაკის პარკში კვერცხები ესროლეს.

„რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ძალიან ღიად აგრესიულად იქცეოდნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენთან ერთად მყოფ გოგონებს, ქალბატონებს, რაზეც მქონდა საპასუხო რეაქცია,“- ამბობს „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი ნიკოლოზ შავყულაშვილი.

საზოგადოება ”სტალინის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი კი ამბობს, რომ ისინი მშვიდად გადაადგილდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ვალერი კვარაცხელიას კვერცხი ესროლა.

„იქიდან ისინი მოდიოდნენ, ჩვენ ასე მოვდიოდით, დავინახეთ, რომ კვერცხი გადმოვარდა და მოხვდა ვალერი კვარაცხელიას,“ – ამბობს გრიშა ონიანი.

„ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, როცა ანტიოკუპაციური განწყობის გამო ადამიანებს აგინებენ „ეს უკვე სიმპტომია.“

ინციდენტის გამო, პოლიციამ სულ სამი პირი, მათ შორის ვალერი კვარაცხელია დააკავა. ამ დროისთვის დაკავებულები ხელწერილით გათავისუფლდნენ, მათი სასამართლო ხვალ გაიმართება. საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g