LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი კვარაცხელია: „რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად“

188
Untitled design (5)

„სავიზო რეჟიმი მოხსნილია, ფრენები აღდგენილია, ვისაც უნდა იფრენს, ვისაც არ უნდა – არ იფრენს, გაიგეთ?“ – ასე განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პრორუსმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ, რომელიც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისით ჩამოფრინდა.

მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს 

ჟურნალისტების კითხვაზე – „იქნება თუ არა მოლაპარაკებების შემდეგი საგანი რკინიგზა“, კვარაცხელიამ თქვა:

„ჯერ არ ვიცით, ვნახოთ, ჩამოვყალიბდებით.. თუ ჩამოვყალიბდებით, რომ ეს საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა წავალთ, შევხვდებით და განვიხილავთ“.

კითხვაზე, ასრულებდნენ თუ არა ვინმეს დავალებით მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში არ არის:

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე ამ მოჯადოებული წრის გარღვევა შევძელით – 23 წლის განმავლობაში იტანჯებოდა ქართველი ხალხი, ვისაც რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა სჭირდებოდა“.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი დასვა“ – პრეზიდენტი მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს ეხმიანება 

ხოლო კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, კვარაცხელიამ თქვა:

„რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია.

რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაა [ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები] მადლიერი ვარ – ვისაც რაღაცას სთხოვ და შეგისრულებს, იმისი მადლიერი უნდა იყო“, – თქვა კვარაცხელიამ.

ცნობისათვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულების გაცემის შემდეგ, დღეს თბილისის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაჯდა.

ამ წუთებში აეროპორტში იმყოფებიან მოქალაქეები, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოსკოვიდან ავიარეისების შესრულებას აპროტესტებენ. „არა რუსულ ფრენებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს

ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო 

„რუსებს ჰგონიათ „ტრიუკი“ ჩაატარეს და ადრე გამოფრინდენ – ოღონდ ჩვენც ადრე გვქონდა შეკრება დანიშნული“ – ელენე ხოშტარია

ამავე თემაზე:

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

საქართველომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა – ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე Red Wings იფრენს

Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვის რეისებზე ბილეთის ფასი 897 ლარიდან იწყება

„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირება დაიწყოს

mazda magti 5g