LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერიან შიუკაშვილი ორსულებისთვის კლასიკური მუსიკის სიდის გამოსცემს

shiukashvili

ვალერიან შიუკაშვილი, Artists Union ConceptArt-ის ორგანიზებით, 3 მარტს კონცერტს გამართავს. ცნობილი პიანისტი ორგანიზაცია ACT-თან ერთად გამოსცემს კომპაქტდისკს, სადაც შესრულდება მუსიკა ორსულებისთვის. დედის დღეს კონცერტი სწორედ ქალბატონებს ეძღვნებათ. ნაწარმოებები კი, რომლებიც ახალ სიდიში შევა, პოლონეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით შეირჩა, თუმცა საბოლოო პროგრამა ACT დასკვნას დაელოდება.

როგორც პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძე წერს, ორსულობისას კლასიკური მუსიკის მოსმენა ბევრ ქალბატონს უნდება:

„ყველაფერიმრავალი წლის წინ დაიწყო, ვალერიანს ორსულმა მეგობარმა შესჩივლა, კლასიკის სმენა მინდა და მხოლოდ სინთეზატორზე დაკრულს ვპოულობ ინტერნეტშიო, შემდეგ ეს იდეა მოხვდა პოლონეთში, სადაც ვაკოს მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, მოგვიანებით რამდენიმე ნაწარმოები ჩაიწერა და ვაკომ ერთ მშვენიერ საღამოს, სრულიად შემთვევით სიტყვას მოაყოლა ეს ამბავი. რა გასაკვირია, რომ მაშინვე დავინახე კონცერტი, ბევრი ორსული რომ ესწრება იმ კადრით. მოკლედ Pregnancy music მსმენელთან შესახვედრად ემზადება, სპეციალური ფოტოსესიაც კი მივუძღვენით“.

ზემოხსენებულ კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში დაიდება www.tkt.ge-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g