იტალიელი დიზაინერის ჯორჯო არმანის გარდაცვალებას მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ეხმაურება.
თაკო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არმანისთან მრავალჯერ მუშაობის პატივი ჰქონდა, რისთვისაც მადლიერია.
„გული მწყდება, რომ ლეგენდარულ ჯორჯო არმანის ვემშვიდობები. მასთან მრავალჯერ მუშაობის პატივი მქონდა და ყოველი წამი მისი ელეგანტურობით, ხედვითა და დიდებულებით შთამაგონებდა. ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ მისი ეპოქის ნაწილი ვიყავი – ეპოქისა, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი კარიერა, არამედ მოდის მთელი სამყარო ჩამოაყალიბა. მისი მემკვიდრეობა ყველა ქმნილებაში და ყველას გულებში იცოცხლებს, ვისაც მასთან მუშაობისა და მასთან ურთიერთობის პატივი ჰქონდა. მშვიდად განისვენე, მაესტრო,“ – წერს თაკო ნაცვლიშვილი და არმანის ჩვენებებიდან კადრებს გვიზიარებს.
იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.




