LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამხელ ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს – ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა

165
elene 55

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ელენე ხოშტარია პოლიტიკური მოძრაობის გეგმებზე საუბრობს.

„დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით.

ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები.

თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო”. – ამბობს ის თავის მიმართვაში.

მოძრაობის პრეზენტაცია მარტის თვის ბოლოს გაიმართება.

„ჯერჯერობით, მოძრაობად დარეგისტრირებაზე შევიტანეთ განაცხადი, პარტიად მერე“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ 2020 წლის 28 დეკემბერს განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები