LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წავიდა ხოშტარია: არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს

192
ელენე ხ

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარიამ დატოვა.

„ევროპული საქართველოც“ იშლება?! პარტიას ელენე ხოშტარია ტოვებს

პარტიის დატოვების მიზეზებზე ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან განცხადება მადლობით დაიწყო.

„ჩემი განცხადება მინდა დავიწყო და მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს. ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, მათთან ერთად გავიარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძლები და ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ამიტომ დიდი მადლობა თვითოეულ ადამიანს.  მე მაქვს ახალი გეგმები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვრჩები ოპიზიციაში და  არ გადავდივარ არცერთ პარტიაში. ოპოზიციის ერთობა არის უძლიერესი იარაღი, დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის რეჟიმში. სპეკულაციის თემა რომ არ გახდეს, გეტყვით, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური მრწამსი რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი პოლიტიკური გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში.  პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმა შევქმნმა და ამ ყველაფერთან დაკავშირბით ჩემს გეგმებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობ“, –  განაცხადა ხოშტარიამ. 

ელენე ხოშიტარიას ოფიციალურ განცხადებამდე მისი პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ხოშტარიასა და პარტიის ლიდერებს შორის უთანხმოება რომ იყო, უკვე დიდი ხანია, იცოდა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ხოშტარია „მოქალაქეების“ წევრი არ იქნება.

„ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში“,- ასე შეაფასა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხოშტარის გადაწყვეტილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g