LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამუშავებთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს: ჩხენკელი

57
მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს.

ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გეგმის განსახორციელებლად ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.

2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს: ჩხენკელი

"ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 2030 წლისთის 243 მილიონი ლარი იქნება." - განათლების მინისტრი

მინისტრის განცხადებით, ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად მან საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა.

როგორც ჩხენკელმა განმარტა, მიზნის მისაღწევად 3 ძირითადი ამოცანა იკვეთება:

➤  უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ხელშეწყობა.

მინისტრის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტებმა ინდუსტრიასთან კავშირში უნდა შეიმუშაონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი/ორმაგი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები და მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია. უნივერსიტეტები შეფასდებიან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გზით.

➤  მეორე ამოცანა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

ჩხენკელი ამბობს, რომ მოხდება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს განვითარება, უნივერსიტეტების აღჭურვა ადაპტირებული სასწავლო მასალებით, სპეციალური ტექნიკითა და რესურსებით, ასევე მოხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების უმაღლეს განათლებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

➤  მესამე ამოცანა კი უმაღლესი განათლების ეფექტიანი დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც უნივერსიტეტების განვითარებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას უზრუნველყოფს.

როგორც მიხეილჩხენკელმა აღნიშნა, უწყება მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს.

მისი თქმით, ახალი მოდელის დანერგვის შემდეგ, უნივერსიტეტები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში ასევე გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები.

პოპულალურები